ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, სამოქალაქო აქტივისტის მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.
ჩხრეკის ჩატარებისას, ბინაში იმყოფებოდა გეგუჩაძის ბიძა, რომელიც ამჟამად სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მას პროკურატურის თანამშრომლებმა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
ჩხრეკის ჩატარებისას ბინაში შესვლას ითხოვდა მარიამ გეგუჩაძე, თუმცა ის პოლიციამ არ შეუშვა. ჩხრეკას არც ადვოკატი დასწრებია.
„ბინა არის ჩემს სახელზე, შესაბამისად, ვის გამოც იყო ჩხრეკა ვიყავი მე, თუმცა არ შემიშვეს“, – – აღნიშნა გეგუჩაძემ.
ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა დასრულდა. ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.