ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის ქმარი ამბობს, რომ მისი მეუღლე მძიმედ არის დაშავებული და კონტაქტური არ არის.
რამაზ დვალაძე ახლა მისი მცირეწლოვანი ბავშვების ნანგრევებიდან ამოყვანას ელოდება.
“ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. მეუღლე კონტაქტური ჯერჯერობით არ არის,” – თქვა მან.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით კი, დაშავებული ქალი კონტაქტურია და მას ამ წუთებში კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი დეტლი გახდება ცნობილი.










