ნამოხვანში აქტივისტების კარვების დაშლა დაიწყეს ადგილზე ჟურნალისტ ეკა ფხაკაძის თქმით ჟურნალისტებსაც კი არ უშვებენ.
კარვებთან მყოფი აქტივისტები მათ შორის ქალები სამზარეულო ნივთებში, რომელიც პოლიციამ კარვებიდან გამოიტანა, არაყის ბოთლების გამოჩენას აპროტესტებენ.
,,მადლობა ნარკოტიკი რომ არ ჩაგვიდეთ”- განაცხადა ერთ ერთმა აქტივისტმა.
ვარაუდობენ, რომ ეს ქმედება, პოლიციის მხრიდან, უბედური შემთხვევის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებისა და პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობაა.
როგორ განვითარდება მოვლენები უცნობია.
აქციის ორგანიზატორები საერთაშორისო ორგანიზაციებთან კერძოდ,ევროკავშირის და აშშ ელჩებთან შეხვედრას ითხოვენ.










