წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში, სადაც “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია ცხოვრობდა, ყვებიან, რომ ნარსიას ფსიქოლოგიური პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც მის თვალწინ მამა მოუკლეს.
“მეათე კლასში იყო, როცა ნათლისღების ღამეს მის თვალწინ მამა მოუკლეს. სახლში ქურდები შეუვარდნენ. შუშაბანდში გამოჭრეს კისერი და რომ შეხედა, ვერ დადგა მის ჭკუაზე. მერე ცუდად გახდა. დედას თბილისში დაჰყავდა სამკურნალოდ,”- ამბობს ნარსიას მასწავლებელი.
გრიგოლ ნარსიას, რომელმაც ბანკში 12 ადამიანი მძევლად აიყვანა და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინააწარი პატიმრობა შეუფარდა.