LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია” – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/10/08-ში
16
ნახვა
გაზიარება

არის ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად, ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას – ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამას ქართული საზოგადოება ხედავს, რის წინააღმდეგაც მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი გამოვიდა.

„არის კონკრეტული ერთობლიობა ევროპარლამენტარებისა, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები – რასაც დაავალებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმას უპირობოდ ასრულებენ. არის ცნობილი სახელები და გვარები, რომლებსაც ეს სცენარი მიჰყავთ ევროპარლამენტში და ისინი აკეთებენ ხოლმე ასეთ განცხადებებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ არის ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად, ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას. შეგიძლიათ ამოიღოთ, წუთობრივად, როდის, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ უჭერდა მხარს გულმხურვალედ, მათ შორის დამხობის აქციას. ასეთი ადამიანი არის დანიშნული ევროპარლამენტის ოფიციალურ მომხსენებლად საქართველოს საკითხებზე. ყველაფერი ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, ამას ქართული საზოგადოება ხედავს და მათ შორის, ამის წინააღმდეგაც გამოვიდა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, ხმა აიმაღლა სწორედ ასეთი სამარცხვინო ქმედებების მიმართ, როდესაც მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა 4 ოქტომბერს, არჩევნებზე მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ბიუროკრატები, პოლიტიკოსები ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, საქართველოში დემოკრატიას და ამას უკავშირდება მათი ღია მხარდაჭერა ხელისუფლების დამხობის მცდელობის მიმართ.

„უშუალოდ პროცესშიც იყო კონკრეტული განცხადებები, მაგალითად რასა იუკნევიჩიანე, რომელიც არის ევროპარლამენტის მიერ დანიშნული საქართველოს საკითხებზე ოფიციალურ მომხსენებლად, ის პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა ძალადობას, პოლიციელებზე ძალადობას, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას. ხედავთ, რა უბედურებაშია გახვეული ევროპული ბიუროკრატია, ეს არის სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი. იყო სხვა განცხადებებიც. 4 ოქტომბრამდე ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა დაუჭირა მხარი იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების დამხობა. ეს კიდევ ერთხელ ძალიან მარტივ კითხვაზე გვაძლევს პასუხს, რა ფასი აქვს ამ ძალების, ამ სტრუქტურების, ამ ადამიანების განცხადებებს. რა თქმა უნდა, არც დღეს და არც მომავალში არავითარი ფასი არ აქვს და ვერ ექნება ასეთ განცხადებებს, იმდენად აშკარაა მათი გაბოროტება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველმა ხალხმა ჯერ 2020 წელს აირჩია მმართველი ძალა, შემდეგ 2024 წელს, 2025 წელს კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა, მანამდე 2012 წელს და ეს ადამიანები არიან გაღიზიანებული ქართველ ხალხზე სწორედ იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ უშვებს ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. თუმცა ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის დემოკრატია და ქართველი ხალხი გამოხატავს საკუთარ ნებას და აკეთებს არჩევანს კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი New York Times-ის სტატიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ტოტალურად ერთი ხელით იმართება დასავლური მედია და ამ ფონზე, არავის უკვირს ის, რომ თავის დროზე პრესტიჟულ გამოცემაშიც ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაბეჭდო“.

„იმდენად ერთი ხელით იმართება, იმდენად ცენზურის ქვეშაა დასავლური მედია, რომ ნებისმიერი ტყუილის დაბეჭდვა შეიძლება მარტივად. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება და ამის მიხედვით აკეთებს საკუთარ ანალიზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის „კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს“. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პლატფორმა X-ზე გაფართოების საკითხებში ევროკომისართან მარტა კოსთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.„გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას, ვიბრძოლებთ დეზინფორმაციასთან და მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს”, – წერს ევროპარლამენტარი.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი მწვრთნელი და მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ოქტომბერი 9, 2025
0
მთავარი

"ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მწვრთნელი და ვეტერანი მოჭიდავე გოჩა კირკიტაძე, თავისუფალ ჭიდაობაში, ვეტერანთა შორის (D ასაკობრივ კატეგორიაში, 62 კგ.), ოქროს მედალს დაეუფლა. ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ ტატაბანიაში ჩატარდა. გოჩა...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ მცხეთა-მთიანეთში 42 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო

ოქტომბერი 9, 2025
2
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ოქტომბერი 9, 2025
12
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

ოქტომბერი 9, 2025
34
მთავარი

დღეს, 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება. სპიკერი:  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი. ბრიფინგის თემა ჯერჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

9 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

ოქტომბერი 9, 2025
101
ამინდი

9 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოს ქალაქების მიხედვით, ასეთია: გაგრა +22 - წვიმა სოხუმი +22 - წვიმა ზუგდიდი +24 - წვიმა მესტია +18 - წვიმა ფოთი +22 - წვიმა ბათუმი +22...

დაწვრილებითDetails

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბერი 9, 2025
370
მთავარი

ვერძი დღეს ვერძების ყველაზე გულმოწყალე და მოქნილ წარმომადგენლებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ წონასწორობის შენარჩუნება. გააკონტროლეთ ემოციები და შეეცადეთ, ნაკლები ტკივილი მიაყენოთ ახლობლებსა და კოლეგებს. კურო ახლა შემოქმედებითი აქტიურობის დრო არაა, გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

ოჯახი 86 წლის ნანული შველიძე-ეჯიბაძეს კვლავ ეძებს

ოქტომბერი 8, 2025
193
ოჯახი 86 წლის ნანული შველიძე-ეჯიბაძეს კვლავ ეძებს
მთავარი

ოჯახი 86 წლის ნანული შველიძე-ეჯიბაძეს კვლავ ეძებს: "მე-19 დღეა ვეძებთ,, არაფერი ნიშანი, კვალი, ინფორმაცია საიმედო არ მიგვიღია,, სოფლის ირგვლივ მოვლილი და ნანახია ყველა კუთხე- კუნჭული, მეზობელი სოფლებიც და ხარაგაულის რაიონიც,,...

დაწვრილებითDetails

არქეოლოგებმა თურქეთში აშოტ კურაპალატის საფლავი იპოვეს

ოქტომბერი 8, 2025
320
მთავარი

„არქეოლოგებმა, რომლებიც მუშაობენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არდანუჩში მდებარე გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს თაღოვანი საფლავი – სავარაუდოდ, ეს არის დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის, აშოტ...

დაწვრილებითDetails

“შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი” – შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 8, 2025
34
მთავარი

ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველამ კარგად იცოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ჭოგნარში კრაზანას ნაკბენისგან გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა

ოქტომბერი 8, 2025
686
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თერ­ჯო­ლა­ში. სო­ფელ ჭოგ­ნარ­ში კრაზანას ნაკ­ბე­ნის­გან მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 48 წლის კაცი ტყე­ში სო­კოს საკ­რე­ფად იყო წა­სუ­ლი, რა დრო­საც კრაზანამ უკბი­ნა. მას ნაკ­ბე­ნის გამო მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».