ჰაიტის სანაპიროებთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი – დაიკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს და მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ. დაკარგულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ნავის გადატვირთვამ გამოწვია.