LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი

“მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა” – კაია კალასი

დაპოსტა 2025/05/13-ში
A A
10
ნახვა
გაზიარება

დემოკრატიებს მტკიცე დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.

„უკრაინამ ეს 2014 წელს ისწავლა ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთისგან სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ. ჩვენს ხელშია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შევაჩეროთ რუსეთის მიერ დემოკრატიების წინააღმდეგ აგრესიის ისტორიული ციკლი“, – აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია ძლიერი უკრაინაა.

„კიევს არ შეუძლია კიდევ ერთი ბუდაპეშტის მემორანდუმის მიღება — მხოლოდ სიტყვები არასდროს არის საკმარისი უსაფრთხოების გარანტიისთვის. სწორედ ამიტომ არიან ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო ძალების უდიდესი მხარდამჭერები და ამიტომ უნდა იყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, როდესაც ომი დასრულდება, ის სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

„ამის მისაღწევად, ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და გავაძლიეროთ უკრაინა ბრძოლის ველზე დღესვე. რუსეთმა სანქციების შემსუბუქება მოითხოვა. ჩვენ ვიცით, რომ სანქციები მუშაობს. გასულ კვირას წარვადგინეთ სანქციების მე-17 პაკეტი. ჩვენ ასევე დავადგინეთ 2027 წელი რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტის ბოლო ვადად. ჩვენ ახლახან გამოვყავით 1 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინულ კომპანიებს და უზრუნველვყოთ დამატებითი სამხედრო დახმარება“, – აღნიშნა კალასმა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7456 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

“თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ”- მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, გახმოვანებული „მესიჯები“ ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების...

დაწვრილებითDetails

რეგიონული განვითარების მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
რეგიონული განვითარების მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს....

დაწვრილებითDetails

ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ორთოპედ-ტრავმატოლოგი სიმონ დარახველიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ჯანმრთელობის სახლი“ ავრცელებს. „ჯანმრთელობის სახლის“ თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ორთოპედ-ტრავმატოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ სიმონ დარახველიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს....

დაწვრილებითDetails

ვისთვის იქნება იღბლიანი მაისის პირველი ნახევარი

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

 ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი) პოზიტიური: ფინანსური და კარიერული მიმართულება გააქტიურდება.სიფრთხილე: პირად ურთიერთობებში – ეცადე, არ იჩქარო.იღბლიანობა: ⭐⭐⭐☆  კურო (21 აპრილი – 21 მაისი) პოზიტიური: შენი თვეა – ყურადღების ცენტრში ხარ. კარგი დროა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ამ ნიშნებს მიმდინარე კვირაში ფინანსებში გაუმართლებთ

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

კურო ეს კვირა ფინანსურად განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება. შესაძლებელია მიიღოთ წინადადებები, რომლებიც ადრე შორეული ან მიუღწეველი ჩანდა. თქვენი მოთმინება და წინდახედულობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს – თქვენ შეძლებთ მოგებიანი გარიგების დადებას, შემოსავლის...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დედოფლებად დაიბადნენ

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

კურო საოცარია ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების გამძლეობა. ისინი არ ელოდებიან, რომ ვიღაცამ მთელი სამყარო ფეხებთან დაუდოს, არამედ ამას საკუთარი ძალებით აკეთებენ. კურო ქალები აფასებენ სტაბილურობას და კომფორტს, ხშირად ხდებიან ბრძენი...

დაწვრილებითDetails

სოფელ ჩუმლაყში პოლიციელი დაჭრეს

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. შემთხვევა ღამით, სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ მოხდა. მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N24 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის N24 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტრაგიკულად დაიღუპა მათი მოსწავლე ნინო მაჩალაძე . სსიპ-ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მოსწავლის ნინო მაჩალაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"