“როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში კვარა რომ დაგვემატება, კვარამ მიხედოს მეთქი, ეგრეც მოხდა… უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ” -ბუდუ ზივზივაძე
კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს
„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...










