ვემშვიდობებით კარგ თანამშრომელს, კეთილ, ზრდილობიან, თავმდაბალ ადამიანს.თოვლზე და ჩვენს კურორტზე შეყვარებულ დავით აბულაძეს.
უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული ცათა სასუფეველი, იქ სადაც მართალნი განისვენებენ
შენ შეძარი წუთისოფელი, დათო!უსაშველო ტკივილი და მოგონება დაუტოვე თითოეულს, ვინც გიცნობდა.
ალბათ, იქ ,უფრო მეტად სჭირდები ზეციურ საქართველოს, ვიდრე ჩვენ წუთისოფელში!
მაგრამ როგორ გააგრძელოს სიცოცხლე შენმა მშობლებმა, როგორ …. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი.
არ ვიცი რა ვთქვა დავით როგორ დამწყვიტე გული ;( ;( რამდენი მიზანი გქონდა დასახული და ასასრულებელი,არა და მხოლოდ ის ერთი შეასრულე და იყიდე,რომელმაც დაასრულა შენი მიზნები და სურვილები ((( ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ((( – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში .