LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მხიბლავს უხილავ მტერთან ბრძოლა – ქუთაისელი ინფექციონისტი

დაპოსტა 2020/04/10-ში
279
ნახვა
გაზიარება

პანდემიას ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადყოფოში 20–მდე ექიმის ებრძვის.

წინა ხაზზე მდგომ ექიმებს შორისაა ნესტანი ჭეიშვილი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში კვირაში 7 დღე მუშაობს.

როგორც „პრაიმტაიმს“ ექიმი უყვება, ჯერ დაღლას ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ ახლა დაღლის დრო არ არის.

მისი თქმით, ყველა რაც შეიძლება მეტი შემართებით უნდა დაირაზმოს უხილავი მტერის წინააღმდეგ.

მას ინფექციურ საავადყოფოში მუშაობის ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ ახლა ყველაზე დატვირთული და ყველაზე ემოციური.

ექიმი „პრაიმტაიმთან“ საუბარში პირველ პაციენტს იხსენებს, რომელსაც დადასტურებული COVID-19 აღმოაჩნდა.

„ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. მაგრამ ამ შეთხვევაში თვითონ პაციენტიც იყო დარწმუნებული, რომ 90%–ით მას ვირუსი ექნებოდა და ემოციურად მშვიდად შეხვდა. ცხადია, ამან ჩვენც გაგვიიოლა მასთან კომუნიკაცია”, – ამბობს ინფექციონისტი ნესტან ჭეიშვილი.

მისთვის უკვე ჩვეული გახდა ის სპეცფორმა და აღჭურვა, რომლითაც დაინფიცირებულ პაციენტებს ხვდება.

ორი თვის განმავლობაში ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში სულ 200–მდე პაციენტი შემოწმდა, რომელთაგან „COVID-19“ მხოლოდ 10-ს დაუდასტურდა. ინფექციონისტი ექიმი ამბობს, რომ პანდემიამ სრულიად შეცვალა მიდგომა პაციენეტებსა და ექიმებს შორის. ის, რაც აქამდეც უჩვეულო და ყურადღების მიღმა იყო, ახლა მედიკამენტზეც მნიშვნელოვანი გახდა.

„ადრე თუ პაციენტები გვირეკავდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეკითხათ, ახლა პირიქითაა, ჩვენს მდგომარეობას კითხულობენ, ეს ძალიან ემოციურია“, – ამბობს ექიმი.

ნესტანი ექიმს შესაბამისი ეკიპირებით, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე უწევს ბოქსირებულ განყოფილებაში შესვლა. ექიმისთვის ჩვეულებად იქცა დაინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი. ექიმის თქმით, მათთან კომუნიკაცია ყოველთვის ახალ ემოციებთან და დაძაბულობასთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ეს არა შიში, არამედ გაფრთხილებაა. ექიმი ფრთხილობს, რომ ბოქსირებული განყოფილებიდან არ გამოიტანოს ვირუსი და სხვის ჯანმრთელობას არ შეუქმნას საფრთხე. ნეტსან ჭიეშვილის თქმით, ის სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს და კიდევ ერთხელ კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით.

„როგორც ექიმს მხიბლავს უხილავ მტერთან ბრძოლა და ინფექციონისტობა. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჯვარი გვწერია, ამ დროისთვის მინიმალური დანაკარგებით ვუმკლავდებით. ახლა ცხადია იმაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს ამ ვირუსზე, ვიდრე ორი თვი წინ. ეს კი, გვეხმარება საკუთარი ემოციების მართვაში და პაციენტების დამშვიდებაში. მჯერა, რომ აუცილებლად მოვერევით და ყველაფერი კარგად იქნება”, – გვიყვება ექიმი.

 

ექიმის უპირველესი რეკომენდაცია დისტანცია და ერთმანეთის მოფრთხილებაა. ის იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერი დასრულდება.

primetime.ge

გაზიარება134

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
6.3k
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
101
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

იანვარი 27, 2026
245
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 076 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.15%-ით კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

იანვარი 27, 2026
5.1k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" ავრცლეებს. ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
917
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
186
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

„მზეჭაბუკი, რომელმაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები…“ – ტრაგედია ლანჩხუთში

იანვარი 27, 2026
475
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინდა

იანვარი 27, 2026
487
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური...

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

იანვარი 27, 2026
1.6k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.   ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
3.5k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».