ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ.
დღეს დილიდან მგზავრებისთვის შეუძლებელია ქუთაისი-წყალტუბო, ქუთაისი-ტყაჩირი, ქუთაისი-მესხეთისა და ქუთაისი- გეგუთის მიმართულებით მგზავრობა.
მძღოლები საწვავის გაზრდილი ფასის ფონზე, მგზავრობის ღირებულების გაზრდას, ან გადამზიდავი კომპანიის მიერ ყოველთვიური გადასახადის შემცირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
წყარო | ქუთაისიპოსტი
(წყალტუბო- ქუთაისის მძღოლები მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებენ)