საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა.
მათივე ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები 11-13 მარტს ჩატარდება.
„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.