თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები – ირკვევა, რომ ქმარმა 27 მეუღლე მაშინ მოკლა, როცა ქალს ეძინა. წინასაწარი ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული, გიორგი კავლელაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
სახლში კი სადაც ეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ოთხი თვის ბავშვი და მისი ბაბუა იმყოფებოდნენ.
27 წლის ქეთევან ედიბერიძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. საავადმყოფოში რჩება მკვლელობაში ბრალდებულიც.
30 წლის კაცი ახლა “ჯეო ჰოსპიტალშია”. ცნობილია, რომ მან მეუღლის მკვლელობის შემდეგ დანით თვითდაზიანებები მიიყენა.
ექიმის ინფორმაციით, კაცს გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა, გიორგი კავლელაშვილი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
მძინარე ცოლი დანით დაჭრა, ბავშვიც სახლში ყოფილა. ახლახან ჩამოვიდნენ სოფლიდან, რაც ბავშვი გაუჩნდათ დმანისში იყვნენ. არც კი ვიცოდი, რომ ჩამოვიდნენ. ეს ამ ბიჭისთვის რიგით მეორე ქორწინებაა”- აცხადებს ბრალდებულის მეზობელი.
გამოძიება 19-109 მუხლებით მიმდინარეობს. კაცს გამოჯანმრთელებისთანავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.
წყარო: tvpirveli.ge










