მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან – აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება, ვერ გეტყვით. ოჯახი არაფერს ლაპარაკობს. ვიცით ის, რომ მიშა ჩოხელი სოფელ საშაბუროში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. მას მკვლელები შუაღამით დაადგნენ თავზე და მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ. მიშა 40-ს გადაცილებულია და ძალიან აქებენ, უაღრესად პოზიტიური პიროვნება იყო. გოგოლაური ახალი გამოსულია ციხიდან, ადრეც მკვლელობისთვისაა ნასამართლევი, უსაზიზღრესი პიროვნება. წარმოდგენა არავის აქვს, რისი გულისთვის გაიმეტეს მიშა”. | უყვება AMBEBI GE-ს წყარო

დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 10 მარტს დუშეთის რაიონის სოფელ ბაგაში ორმა პირმა შურისძიების მოტივით 42 წლის კაცი ცოლის თანდასწრებით მოკლა, მოგვიანებით კი შსს-ს ცნობით, საქმესთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ