LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მძიმე ორი კვირა გველის წინ – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/10/16-ში
494
ნახვა
გაზიარება

მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა, ახლა ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა და მოსახლეობა წესების დაცვით უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს.

„დღეს გამოწვევები ძალზე დიდია. ყველა ვხედავთ, რამდენად უჩვეულოა, როცა პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში ანტირეკორდი დამყარდა ინფიცირების რაოდენობის, ჩვენათანაც, ყველა კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ ბრძლაშიც უნდა გავიმარჯვოთ. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, ახლა ახალი გამოწვევებია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პაუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და აქ უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ისე თითოეულ სამუშაო ადგილსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია, რომ ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირაა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად, ღირსება არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამართლიანობა. ამიტომ გურულებო, გამარჯვებას გისურვებთ 31 ოქტომბერს სამართლიან ბრძოლაში,“- განაცხადა გახარიამ.

გაზიარება198

დაკავშირებული -პოსტები

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია – გელა გელაძე

დეკემბერი 2, 2025
44
მთავარი

ვახტანგ გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი“ - გავეცანი ყველა დოკუმენტაციას და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი...

დაწვრილებითDetails

აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – გელა გელაძე

დეკემბერი 2, 2025
20
მთავარი

აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული - რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

BBC-მ იკადრა ტყუილი, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული – ირაკლი კობახიძე

დეკემბერი 2, 2025
33
მთავარი

სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით -ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა...

დაწვრილებითDetails

“ელისაშვილის საქმე ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“” – სააკაშვილი

დეკემბერი 1, 2025
92
მთავარი

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“. ისევე როგორც, უკვე აღარ ყლაპავს 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას, -...

დაწვრილებითDetails

“BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა” – კალაძე

დეკემბერი 1, 2025
47
მთავარი

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა - თუ კი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქართველ ჟურნალისტებთან, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა

დეკემბერი 1, 2025
30
მთავარი

მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გამართა. ყრილობაზე დამტკიცდა გაერთიანების წესდება, აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელი და სხვა სტრუქტურული ერთეულები. პოლიტიკური საბჭოს წევრებად არჩეული არიან ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს

დეკემბერი 1, 2025
45
მთავარი

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით, BBC-იმ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „დღეს დილით,...

დაწვრილებითDetails

“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია” – გიორგი სიორიძე

დეკემბერი 1, 2025
34
მთავარი

BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობს - საქართველოში აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობის ნივთიერება ბოლოს 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენეს, - ასე გამოეხმაურა...

დაწვრილებითDetails

“11 თვის მონაცემებით, შსს-მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა”- კობახიძე

დეკემბერი 1, 2025
10
მთავარი

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის...

დაწვრილებითDetails

წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს – კობახიძე

დეკემბერი 1, 2025
10
მთავარი

საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს რაც არის 7.2 % გადაჭარბებით შევასრულებთ, - ამის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».