გუშინ, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ალექსანდრე მარტიაშვილი და მიხეილ ყაფლანიშვილი გმირულად დაიღუპნენ. აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ „ორი ქართველი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
„მძიმე დღეა საქართველოსთვის – ორი ქართველი დაეცა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში – სამშობლოდან შორს, უკრაინაში.
მიხეილ ყაფლანიშვილი (იგივე მიშა კაპლანი) და ალექსანდრე მარტიაშვილი
დიდება სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!“, – წერს ნიკა მელია.