თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ამის შესახებ „apnews.com“ ავრცელებს
დაიღუპა რვა და დაშავდა 26 ადამიანი, მათგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გამოძიების პირველადი ვერსიით, სატრანსპორტო საშუალება გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლმა მოსახვევში შესვლა ვერ შეძლო და ფერდობზე დაგორდა.
„მიწა სველი იყო და ტერიტორიაზე ნისლიც იყო. ეს არ არის ადგილი, სადაც სიჩქარის გადაჭარბებაა შესაძლებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ავტობუსი დიდი სიჩქარით მოძრაობდა“, – აცხადებს ანტალიის პროვინციის გუბერნატორი.










