მარნეულში, შულავერის დასახლებაში 80 წლის ქალის სახლში ქურდები შეუვარდნენ. ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, სამმა მძარცველმა ქალი გაკოჭეს და ცივი იარაღის მუქარით ფული და ოქროულობა წაიღეს.
ცნობილი ხდება, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. დღეს ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს.










