ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ქუთაისში სემინარი ჩატარდა. სემინარის მიზანი იყო ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო ფართოდ გაცნობოდა ევროკავშირ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი პროდუქციის წარმატებული ექსპორტისა და ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენონ ყველა გზა გამოიყენონ. 2 დღიანი სემინარი ქუთაისში ევროპის ფონდის მხარდაჭერით ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ ჩაატარა. სემინარებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი ვერსია ჩნდება
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი ვერსია ჩნდება. სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სამგზავრო თვითმფრინავს რუსეთის ტერიტორიიდან ესროლეს. ამის მიზეზად სპეციალისტები იმ დაზიანებებს ასახელებენ, რომლებიც ხომალდს გარედან ეტყობა. არის ორი...