“ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოიანი “მძიმე კვირებს” პროგნორზირებს .
ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც გამოიხატება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში. მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო დროულად გააკეთებს საწოლების მობილიზებას და ისევ არ გავივლით იმ დრამატულ თვეებს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში – ამბობს კალოიანი
ცნობისათვის : ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა , ხოლო ინფიცირებულია 1 271 და გამოჯანმრთელებულია 729 ადამიანი.