საქართველოს ეროვნულ გმირს, 2008 წლის ომში ოკუპანტების მიერ წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძის, მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, ქართველი გმირის ბიუსტს დადგამენ. ინფორმაციას “თუშეთის განვითარების ფონდი” ავრცელებს, მათივე ცნობით, ინიციატივა მოქალაქეებს ეკუთვნის და ბიუსტის დასადგამად საჭირო თანხასაც სწორედ მოსახლეობა აგროვებს.
ბრინჯაოს ბიუსტის დამზადება-განთავსების სრული ღირებულება დაახლოებით 5-6 ათას აშშ დოლარია.