სამეგრელოში, რუხთან მომხდარი ავარიის შედეგად ოჯახის წევრები დაიღუპნენ.
გარდაცვლილები დეიდა და დისშვილი არიან. მათი ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ერთ-ერთი დაღუპული მალხაზ ნანავაა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. გარდაცვლილს ახლობლები ემშვიდობებიან :
ავტოავარიის შედეგად, ასევე დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.