სამტრედიაში იუსტიციის სახლი, რომელიც უკვე დასრულებული უნდა იყოს ამ დრომდე შავი კარკასის მდგომარეობაშია. როგორც “მთავარი არხი” იუწყება ადგილობრივებს უკვე დიდი ხანია თვალითაც არ უნახავთ არც მუშები და არც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები. და ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია – ირკვევა, რომ მშენებელმა სამ ნახევარი მილიონიდან ავანსად მიღებული მილიონ 500 ათასი ლარი უკვე დახარჯა და ახლა მშენებლობის დასასრულებლად დამატებით მილიონ ლარამდეა საჭირო.
ბათუმში ერთი პირი დაჭრეს
ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი დაჭრეს. არსებული ცნობებით, შემთხვევა გვიან ღამით აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის...










