LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გეგუთუის ციხეში პატიმრებს კოვიდი დაუდასტურდათ

მუცელში მუშტი ამომარტყა, სუნთქვა შემეკრა, ჩავიკეცე – ამბავი გლდანის პატიმრის დღიურიდან

დაპოსტა 2021/10/26-ში
A A
467
ნახვა
გაზიარება

,,გლდანის პატიმრის დღიური

რეჟიმის ბოლო დღეები” – ამ სათაურით სოციალურ ქსელში პოსტს ლაშა ბასლანძე აქვეყნებს.

,,ჩვეულებრივი დილაა, არაფერი განსაკუთრებული, ავდექი, მეძინება წუხელ ვერაფრით დავიძინე. ვისაუზმე და დავჯექი, ნარზე დავჯექი და ბიჭები გავაფრთხილე თუ ჩამეძინა გამაღვიძეთ მეთქი, აქ ხომ დღისით ძილი სასტიკადაა აკრძალული. კარზე ძლიერი დარტყმის ხმამ გამაღვიძა, ბიჭებს ვერ შეემჩნიათ რომ მეძინა, ოფიცერმაც ამ დროს შემოიხედა და დამინახა, ისევ გამიძახეს,

– ხომ იცი რომ ძილი არ შეიძლება დღისით, რა ყ…ე გინდა, რატომ არ ისვენებ, გინდა ახლა დაგაკარცერო?

მეკითხება ოფიცერი.

– გუშინ სუდი მქონდა და ვერაფრით დავიძინე, ვუპასუხე

– სულ სირზე მკიდია, – დაიგრგვინა და მუცელში მუშტი ამომარტყა, სუნთქვა შემეკრა, ჩავიკეცე. კამერაში შევედი, ოფიცერი შემოვიდა და ყველა გააფრთხილა, ერთმანეთი გააღვიძეთო.

ადვოკატთან გავედი, მითხრა, რომ მალე ვნახავ დედაჩემს, ისიც მითხრა თურმე შეწყალებისთვის საბუთებს აგროვებს. უარი ვუთხარი, ორი მიზეზის გამო 1, აზრი არ აქვს, რაც მომცეს მომიწევს ჯდომა და მეორე, არ მჭირდება იმ ადამიანისგან არანაირი შეწყალება. რომელმაც უამრავი უდანაშაულო ჩაყარა ასეთ დღეში თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო, არ მწირდება შეწყალება, მოსიარულე ბანერად ქცეული ხუთოსანი ბიჭისგან, რომელსაც საშემოდგომო, ქართველმა ერმა გამოაყოლა.

თელაველს დღეს საბოლოოს ასამართლო აქვს, სასჯელს გამოუტანენ, მანაც წინასწარ იცის რომ 6 თვეს მისცემენ დაა რ ნერვიულობს, სამწუხაროდ ის პირველად არაა ამ სიტუაციაში. გუშინ ამბობდა სპეციალური წამალი მჭირდება, რომელსაც ევროპიდან მიგზავნიანო. ოფიცერს სთხოვა რომ შემოტანის უფლება მისცენ, უთხრა რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ირონიული დაპირება მიიღო. ვნახოთ რა იქნება. განაჩენი მომიტანეს. მაგარია ახლა უკვე, შემიძლია დარეკვაც, წერილის მიწერაც და პაემანზე გასვლაც. ყველაზე ახლოს ტელეფონებია. ორ დღეში იქნება. დღემ წყნარად ჩაიარა. თელაველი, თელავიდან დაბრუნდა ნახევარწლიანი “სროკით”. საღამოს, პატიმრები, რიგრიგობით ლოცულობენ. თელაველმა, წავალ ახლა მეც წავულოცებო, მერე მიხვდა რომ ცუდად გამოუვიდა და ღმერთს ბოდიში მოუხადა, წამომცდა, ასე არ უნდა მეთქვაო. ჩაქრაშ უქები და ყველამ ძილს მისცა თავი.

ტელეფონები დაიწყო, დღეს პირველად ვრეკავ, პირველად გავიგებ ჩემების ხმას. თან არ იციან და სიურპრიზი გამოდის. ჩვენს წინ ორი კამერაა. დროულად რა, გამიელვა გულში. წამი სააატი გახდა, წუთი საუკუნე. ბიჭებმა პატივი მცეს და პირველი მე გავედი. ოფიცერის ოთახში დგას ტელეფონი.

ცოცანიძე ერეკლე მერაბისძ-ძე – იყო ჩემი პასუხი.

სად რეკავ?

სახლში. დედასთან.

ნომერი

ვუკარნახე.

მიდი და იცოდე ზუსტად

სამი წუთი გაქვს.

მგონია ნომრის აკრეფას საუკუნე მოვუნდი. კიდევ ერთი საუკუნე გავიდა ვიდრე ყურმილის მეორე ბოლოდან ხმა გავიგე.

-0:10

გისმენთ

დედა როგორ ხარ?

რომელი ხარ? – იყო

განცვიფრებული ხმა

დედა, როგორ ხარ,

ერეკლე ვარ.

აღელდა, ვერ მელაპარაკება,

ვატყობ ტირის, მეც ბურთი მომაწვა ყელში.

ერეკლე ოგორ ხარ?

ახლა ჩემი დის ხმა გავიგე, ცრემლები წამომივიდა,

ვცდილობ არ შემეტყოს.

კარგად თქვენ როგორ

ხართ, რას შვრებით.

ჩვენ კარგად ვერთ

შენ?

მე კარგად ვარ თქვენ?

მზია შოთიკო, სოფო, ნინო როგორ არიან?

ოფიცერმა მანიშნად აასრულეო. დავემშვიდობე და გავთიშე.ჩემმა დამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ მალე პაემანი მექნება. კამერაში დავბრუნდი, თვალები სველი მაქვს, ბიჭები უსიტყვოდ მიხვდნენ ყველაფერს, არაფერი უკითხავთ. ყველამ დავრეკეთ. მთელი კორპუსი რეკავს. ოფიცერი თვითოეულ საუბარს უსმენს..

ტელეფონების დასრულებიდან 5 წუთი არ იყო გასული, რომ რეჟიმი ამოვიდა. ერთ ერთი საკნიდან პატიმარი აბანოში გაიყვანეს. დადგა გინების და ბღავილის კორიანტელი. ასე 10 წუთის შემდეგ, ბღავილი შეწყდა, მაგრამ გინება და ცემა არა. უცებ გამყინავი ხმა გაისმა, შეეშვი ბიჭო არ მოკვდეს,

ფუ ბლიად მგონი შემოგვაკვდა, წყალი დაასხი, ამდ დედა მოტ…ლს.

ცოტა ხანში „რაბოჩებმა“ ცოცხალ მკვდარი პატიმარი, საკაცით კამერისკენ წაიყვანეს.დღეც მიიწურა.” – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძე.

გაზიარება187

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – რიკარდ იოზვიაკი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
“ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი”- რიკარდ იოზვიაკი
მთავარი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში “ელიაობას” Goofy Lnad-ის კონცერტი აღარ გაიმართება – შესყიდვა გაუქმებულია

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის ჩამოსვლა იგეგმებოდა. ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც ჯგუფისთვის,  მომსახურებაში 27 000 ლარი უნდა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ ჩხენისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ცნობილია არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.  რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დაწვრილებითDetails

სად არის გიურზას გავრცელების არეალი-ჰერპეტოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ...

დაწვრილებითDetails

რეტროგრადული მერკური ამ 2 ზოდიაქოს ნიშანს ყოფილებთან დააახლოებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

მერკურის რეტროგრადული პერიოდი გვპირდება, რომ კვლავ შეგვახსენებს წარსული თავს. ტრადიციულად, ამ დროს ძველი ნაცნობები და დაუმთავრებელი ისტორიები ბრუნდება. განსაკუთრებით ეს ორი ზოდიაქოს ნიშანში ვლინდება: მერწყული მერწყულისთვის, როგორც მერკურის რეტროგრადული მოძრაობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბოლო რეკომენდაციები ეკლესიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როცა თავსმოხვეული არ იქნებოდა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამის ფონზე ევროპელთა რეკომენდაციებში დიდ გაწბილებას...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება
მთავარი

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას განცხადებით, დღეიდან, სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება. მისივე ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში განსაზღვრული პირობები და დოკუმენტები ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც...

დაწვრილებითDetails

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

წალენჯიხელი ლევან გაბედავა, რომელსაც აშშ-ში მყოფი ქართველები ერთობლივად ეძებდნენ, სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ნიუ-ჯერსიში, ტყეში იპოვეს. ქუჩის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ გაიარა პარკინგის საკმაოდ დიდი ტერიტორია ზურგჩანთით და შევიდა ტყეში....

დაწვრილებითDetails

სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ და ახსნას ვითხოვთ, რას ითხოვენ ჩვენგან”- არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

ყველამ კეთილი ინებოს და ახსნას, რას ითხოვენ ჩვენგან - „ქართული ოცნება", ჩვენს ხალხთან ერთად, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არასოდეს იტყვის და არასოდეს დაუშვებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს, რითაც შემდეგ რევოლუციების დაფინანსება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"