მტკვარში ქვეითი ჩავარდა. შემთხვევა დღეს თბილისში მოხდა. როგორც ცნობილია, ის მოქალაქეებმა გადაარჩინეს.
ცნობისთვის, ბოლო რამენიმე დღის განმავლობაში, მდინარე მტკვარში, მეტეხის ხიდიდან 3 ავტომობილი გადავარდა. ერთ-ერთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა, გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი. ორ შემთხვევაში კი მაშველებმა და მოქალაქეებმა ახალგაზრდა მამაკაცების გადარჩენა მოახერხეს.