LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას-პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/05/26-ში
შალვა პაპუაშვილი
12
ნახვა
გაზიარება

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – მრავალ თაობათა ნანატრ სიხარულს, ერთ მუშტად შეკრული ერის ნების გამოხატულებას და ქართული სულის ამოძახილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია.

მისი თქმით, ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება. მითუმეტეს მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა.

“დღევანდელი დღე განასახიერებს საქართველოს მოსახლეობის დაუოკებელ სწრაფვას საკუთარი მომავლის თავად განკარგვის უფლების მოსაპოვებლად, სხვა ერთა შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და განვითარების უსაფრთხო გარემოს საბოლოოდ განსამტკიცებლად. ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია. თუმცა ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება. მითუმეტეს ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა.

მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ყოველთვის, როცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას საფრთხე ემუქრებოდა, ქართველში იღვიძებდა ათასწლეულების ისტორიულ ქარტეხილებში გამობრძმედილი უძველესი გენი და სიბრძნით განათებული გონი, რომელსაც ჩვენი ერი სამშვიდობოზე გაჰყავდა. ასე იყო წინათ, ასეა დღეს და ასე იქნება ხვალაც.

საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობით, ბრძოლით და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ქვეყანა, რომელსაც თავის გადასარჩენად არასდროს მოუსურვებია სხვა ერის ხალხთა სისხლისღვრა, არასდროს უცდია სხვის ხარჯზე საკუთარი ინტერესების წინ დაყენება და არასდროს უკადრებია სხვათა დაჩაგვრის გზით კეთილდღეობის მოპოვება. პირიქით, მეგობარ ერთა თავისუფლებისთვის ყოველთვის პირველი იმაღლებდა ხმას უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, ისეთივე კეთილშობილურია, როგორც თავად მიზანი,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მიმართა წვევამდელებს და აღნიშნა, რომ მათ უკან არის საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი.

“ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი; მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათაწმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს. ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ.

ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, სადაც ოქროს ასოებით ჩაწერეს ქართველი ჯარისკაცის სახელი; გასაჭირის ჟამს ყველგან და ყოველთვის წინა ხაზზე ძგერდა ქართული გული. ჩვენ იქ მივდიოდით გულით და არა ანგარებით, რწმენით და არა დავალებით, აქ ცოტანი – იქ ლამის ყველაზე ბევრი ვიყავით. საერთაშორისო მისიებში ჩვენი წვლილი გამორჩეული იყო, რადგან მსოფლიოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა არასდროს გაგვიზომავს ჩვენი ქვეყნის სიდიდით. ამიტომაც მოელის ქართველი ხალხი, რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაც იქნება არა ჩვენი ქვეყნის ზომით, არამედ ჩვენი ხალხის გულის სიდიდით განსაზღვრული. ქართველი ჯარისკაცის თავდადებასა და გაუტეხლობას ლეგენდებისა და მითების შექმნა არ სჭირდება, რადგან ამ უწყვეტი ისტორიის ფესვები ათასწლეულებს ითვლის – ღირსეულ მეფეთა ლაშქრებიდან მოყოლებული ჩვენ თვალწინ ჩადენილი საარაკო გმირობებით. ქედს ვიხრი ყველა ამ ქართველი გმირის წინაშე, რომელთა საგმირო საქმეები საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საყრდენშია ჩაჭედილი.

ძვირფასო მეგობრებო, ეს დღე ჩვენია, საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათი, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქვეყანა განურჩევლად განსხვავებებისა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, თითოეული გულისცემა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძგერს, ერთ დიდ ქართულ ერთობად არ ვაქციოთ. ამიტომაც მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს. დიდება საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!” , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

იანვარი 27, 2026
554
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.   ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

27 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 27, 2026
76
ამინდი

27 იანვარს,  სინოპტიკოსები საქართველოში ღრუბლიან და ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ცალკეულ რაიონებში ქარია მოსალოდნელი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -6 გრადუსი, მესტიაში დაფიქსირდება. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, ქალაქების მიხედვით, ის ასე გამოიყურება: სოხუმი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
2.4k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
1.1k
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება

იანვარი 26, 2026
88
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
551
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
385
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

იანვარი 26, 2026
209
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
400
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
390
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».