გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 1
6 ოქტომბერს აღნიშნავს მსოფლიო სურსათის დღეს – ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ!მსოფლიო სურსათის დღე – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღე – გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება.
წელს მსოფლიო სურსათის დღე ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა „სურსათზე წვდომის უფლება უკეთესი ცხოვრებისა და უკეთესი მომავლისთვის“. ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ინკლუზიური, უფრო ეფექტური, მდგრადი აგროსასურსათო სისტემების ასაშენებლად, ყველას მოთხოვნების გათვალისწინებით ჯანსაღი და მრავალფეროვანი სურსათის ხელმისაწვდომობისათვის. სურსათზე წვდომის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა.
12:00-დან 20:00-მდე გაიმართება აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“, რომლის ფარგლებშიც ფერმერები საქართველოს ყველა კუთხიდან წარადგენენ სხვადასხვა ადგილობრივ პროდუქტსა თუ ნიშურ აგრარულ ნაწარმს; სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ტრადიციული იმერული კერძები. ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი აქტივობები.
აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ტარდება ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ მსოფლიო სურსათის დღე!