LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული – რა ხდება გელათში

დაპოსტა 2026/02/23-ში
9
ნახვა
გაზიარება

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძარი ერთიანი გადახურვის კონსტრუქციის ქვეშ არის მოქცეული. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები 2023 წლიდან გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს დადებითად აფასებენ და ზოგიერთი მიმართულებით მისაბაძსაც უწოდებენ. იმავდროულად, კვლავ ისმის კრიტიკაც ქართული აკადემიური წრეებიდან. კითხვა, როდის დასრულდება გელათში პროცესი და იქნება თუ არა ის “ახლით ამობრწყინება”, ფართო საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია.­ “კვირის პალიტრა” გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ კირიონს­ (ონიანი) ესაუბრა:

 

მოზაიკის ფერთა გამა

– ერთი წლის წინ, ჩვენი საუბრის დროს, აღვნიშნავდით, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვ­ევის პირისპირ აღმოვჩნდით – ეს იყო ტაძრის მოზაიკა, რომლის 89%, როგორც­ სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, უკვე საფუძველს მოშორებული იყო. სრული ჩამოცვენისგან მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს კარლო ბაკურაძის მიერ გაკეთებული კლამერები ანუ თითბრის სარჭები იცავდა. ამიტომ გვსურს ჩვენი საუბარი სწორედ მოზაიკის მდგომარეობით დავიწყოთ.

– მოზაიკაზე მუშაობა 2024 წლის მარტი­დან დავიწყეთ და 2025 წლის მარტის­ ჩათვლით რობერტო ნარდიმ სრულად შეისწავლა მისი ბუნება, ყველა სავარაუდო საფრთხითა და პრობლემით. დღეს გადასული ვართ პრევენციულ კონსერვაციაზე. ნარდიმ ჩაატარა მოზაიკის პირველადი გასუფთავება, რის შემდეგაც­ გაეკრა წებოვანი მარლა. საუკუნეების განმავლობაში მოზაიკა ისე იყო დაბინძურებული­, გასუფთავების გარეშე მარლის გაკვრა მოზაი­კის სტრუქტურასა და კენჭებში ჭუჭყს შეიტანდა.

– გასუფთავების შემდეგ, ალბათ, ის სულ სხვანაირად წარმოჩნდებოდა.

– რა თქმა უნდა, ჩვენ დაკარგული გვქონდა ვარდისფერი, ერთგვარი ხორცის­ფერი, დღეს ის წამოვიდა და სულ სხვა ფერთა გამას გვთავაზობს. 2026 წლის სექტემბერში ათენში დიდ კონფერენციაზე რობერტო ნარდი აპირებს წაიკითხოს ლექცია გელათის მოზაიკის შესახებ. ის გაოგნებულია, მის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მოზაიკა, სადაც 11 ფერზე მეტი იყოს გამოყენებული, გელათში კი გვაქვს უნიკალური მოზაიკა, სადაც გამოყენებულია 23 ფერი, რაც წარმოუდგენელი ამბავია ჩემთვისო. ამდენი წლის განმავლობაში ფრესკა ისე იყო გაჭვარტლული, ფერების სიხალასეს ვერ ვხედავდით, დღეს კი სათითაო კენჭია გაწმენდილი. წებოვანი მარლა მოზაიკას კენჭების ჩამოცვენისგან იცავს. რობერტომ თავიდან ხარაჩო მოითხოვა, რომელსაც უნდა დაეფარა მოზაიკის ქვეშ სივრცე. იქ დაიგო ლინოლეუმი, რომ თუ კენჭი ჩამოვარდებოდა, შეგვენახა. თვის განმავლობაში ერთ-ორ კენჭს ყოველთვის ვპოულობდით და ვაგროვებდით. ვინაიდან რობერტოს მოზაიკის კვლევის ფაზაში გადაღებული აქვს 3 D ფოტოგრამეტრია, მათი დაბრუნება ადგილზე პრობლემა არ არის. მადლობა ღმერთს, მხოლოდ 10-მდე კენჭია და ისინიც შენახული გვაქვს. მეტიც, გასუფთავების წინ მოზაიკა ნახევრად მყარი ფუნჯით დამუშავდა, რათა ფუნჯს ჩამოეყარა ჩამოსავარდნი კენჭები, რომლებსაც იქვე ამაგრებდა. იგეგმება ასევე ბამბის მატერიის გაკვრა მოზაიკაზე. თებერვლის ბოლოს იტალიიდან მოზაიკის დამჭერი სტრუქტურა ჩამოდის, ნაწილს საქართველოში ვახტანგ ზესაშვილი ამზადებს. რობერტო ნარდის ასეთი მიდგომა აქვს, სანამ არ დარწმუნდება, რომ არ არსებობს მოზაიკის ჩამოვარდნის რისკი და უკვე შესაძლებელია უსაფრთხო საკონსერვაციო სამუშაოები, მანამდე არ დიწყებს.

– ანუ მოზაიკის კომპოზიციაში დანაკარგები აღარ გვაქვს და ის დაცულია?

– დიახ, დანაკარგები ნულის ტოლია.

მხატვრობა

– შეგვიძლია ასეთივე დამაიმედებელი პროგნოზები მხატვრობაზეც გვქონდეს?

– ყველა კრიტიკულ კერაზე ჩატარებულია პრევენციული კონსერვაცია და უსაფრთხო მდგომარეობაშია. შარშან მთლიანად დამთავრდა გელათის ცენტრალუ­რი ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის კონსერვაცია.

ყველგან სტაბილური მდგომარეობაა. ამის გარდა, აფრები და მრავალი ლოკაცია ტაძრის სხვადასხვა მონაკვეთში მთლიანად გაკეთებულია. გელათის რეაბილიტაციის ჰოლისტიკურ გეგმაში (რომელიც გასაცნობად “იუნესკოშია” წარგზავნილი) ცალკეა მხატვრობის კონსერვაცია, სადაც მხატვრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა ბატონმა სტივენ რიკერბიმ და ქალბატონმა ლიზა შეკედემ გაწერეს, რომ გელათის ტაძრის მხატვრობის სრული კონსერვაცია 2030 წელს დასრულდება.

– ძალიან დიდი დრო ხომ არ არის?

– პირიქით, ისეთი ინტენსიური მუშაობა, როგორიც გელათში მიმდინარეობს, საქართველოში არ ყოფილა. თვეში 2 კვირას ჯგუფი ტაძარში მუშაობს, დანარჩენ დღეებში ნამუშევრის დოკუმენტირება ხდება.

მნიშვნელოვანია ერთი რამ – ჩვენ, კომიტეტი, მივყვებით ევროპის სტანდარტს, რისი პრეცედენტიც საქართველოში არ ყოფილა.­ ჯვარი­ წერია გელათს, მაგრამ, ვთქვათ, ნახევარი საუკუნის შემდეგ მხატვრობას­ ხელახლა დასჭირდა მიზერული, მაგრამ მაინც აქა-იქ ხელის შევლება, რაც მისი სიძველიდან და ტაძრის ტენიანობიდან გამომდინარე ბუნებრივია, ვინც მომავალში ამ სამუშაოებს შეასრულებს, გადაშლის ჩვენს დოკუმენტაციას და ისეთი ცოდნა და გამოცდილება დახვდება, თითქოს ის თავად იყო ჩართული კონსერვაციის პროცესში. ყველა დეტალი აღწერილი და დოკუმენტირებულია.

– რაც მანამდე, მიუხედავად “იუნესკოს” მოთხოვნებისა, არ არსებობდა?

– არა, არ არსებობდა. ამიტომ ამ საქმიანობის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ დრო დიდი კი არა, პირიქით, ძალიან მცირეა. წინა საუბარში­ თქვენთან აღვნიშნე, რომ იტალიაში ჯოტოს ფრესკის მხოლოდ ერთი კომპოზიციის კონსერვაციას 4 წელი მოანდომეს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გელათის მხატვრობის ფართობი 2500 კვმ-ს შეადგენს. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივ კედელზე სამუშაო. წარმოიდგინეთ, მუშაობა მიდის პიპეტებით, მილიმეტრ-მილიმეტრ. როცა საუბარია 2500 კვ.მეტრზე, პირიქით უნდა დაისვას კითხვა, ჩავეტევით თუ არა ამ დროში.

– სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია ევროპული სტანდარტის გამოცდილება და მხოლოდ ის ვიცით, რომ საქართველოში მხატვრობის კონსერვაცია, ისევე როგორც სხვა სამუშაოები ძეგლებზე, ერთ წელიწადშიც მთავრდებოდა.

– 2030 წელი იმით არის ჩვენთვის საიმედო, რომ მთავარი პრობლემები ძეგლზე უკვე გადალახულია. ჯგუფი პროფესიულად საგრძნობლად გაიზარდა, უკვე დამოუკიდებლად მიმდინარეობს საკონსერვაციო სამუშაოები. ვინაიდან ჯერ ახალგაზრდების გამოცდილება არ არის იმდენად სათანადო, რომ მათ ვანდოთ მთლიანად პროცესი, ამიტომ არიან ჯგუფში სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ხელმძღვანელებად.

ჯგუფში მინერალოგიის კუთხით ჩართულია პროფესორი შტეფან ლაუე, რომელიც მხატვრობის კონსერვაციაში მინერალოგიის მიმართულებას კურირებს. ასევე­ ჩართულია იტალიიდან მიკრობიოლოგი დანიელა იზოლა, რომელიც ასევე კურირებს მიკრობიოლოგიის პროფილს. ყველა ამ მეცნიერს ჰყავს ასისტენტად ქართველი სპეციალისტები, ეს ნიშნავს, რომ როცა მოვრჩებით რეაბილიტაციას, საქართველოს ეყოლება ერთი დიდი ძლიერი გუნდი სრული გამოცდილებითა და ცოდნით აღჭურვილი.

– როდესაც თქვენთან ბოლო ინტერვიუში ვსაუბრობდით, გადარჩებოდა თუ არა მხატვრობა, მაშინ იყო ისეთი პროგნოზი, რომ მხოლოდ დანაკარგის შემცირებას შევძლებდით, ახლა, როცა ამ მასშტაბის კვლევები და სამუშაოა ჩატარებული, ხედვა ხომ არ შეიცვალა?

– ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს საკონსერვაციო დანაკარგი, რომლის გადარჩენასაც ვერ შევძლებდით. ვგულისხმობ 20-25 სმ კედელს, სადაც მარილებს ბათქაში ისე ჰქონდა შეჭმული, არაფერი იკითხებოდა. მხატვრული ღირებულების მხრივ დანაკარგი არა გვაქვს. ამ მხრივ კრიტიკული კერები დასტაბილურებულია. ყველაზე რთული ადგილია დასავლეთ მკლავის სამხრეთი კედელი, რომლის სველ ბათქაშზე გამოიყენეს მხატვრობისთვის მძიმე მასალები. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს აგრესიული საკონსერვაციო მასალების ამოტუმბვაზე. იმდენად ჭარბი დოზითაა გამოყენებული აკრილები და პოლიმერები, რომ სპეციალური ქაღალდით ამოტუმბვის შემდეგ ჩემ თვალწინ მიაკრეს ქაღალდი ხარაჩოს ძელზე და ისე მიეკრა, ვეღარ ავახიეთ. სწორედ ამან გამოიწვია ამ მხატვრობის ფენაში ფორების ჩაკეტვა, აორთქლების პროცესის გაჩერება. ეს ყველაფერი მხატვრობას მოაწვა, რასაც მოჰყვა ბათქაშის განშრევება და მხატვრობის ფენის აქერცვლა. მადლობა ღმერთს, უკვე აქაც სტაბილურად ვართ, დღეს გელათში კრიტიკული კერა აღარ გვაქვს.

წაიკითხე ვრცლად

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ახალშობილი, რომელსაც დედამ მძიმე დაზინებები მიაყენა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

თებერვალი 23, 2026
0
მთავარი

ახალშობილი, რომელიც დედამ, კლინიკა „მედინას“ საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, ისევ რეანიმაციაშია. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დღეს ჩაატარეს კონსილიუმი სპეციალისტებთან თბილისში და დაგეგმილია რამდენიმე ოპერაციის ჩატარება. „უმძიმესი მდგომარეობაა. ახლა გვქონდა ჩართვა თბილისში...

დაწვრილებითDetails

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო“  დაიწყო მუშაობა 

თებერვალი 23, 2026
32
მთავარი

ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე...

დაწვრილებითDetails

ავტოავარიებს ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთში ემსხვერპლა

თებერვალი 23, 2026
166
მთავარი

ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება აქვეყნებს". მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თებერვალი 23, 2026
17
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება

თებერვალი 23, 2026
1.6k
მთავარი

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება.     ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური

თებერვალი 23, 2026
140
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.  ...

დაწვრილებითDetails

საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

თებერვალი 23, 2026
1k
მთავარი

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა  -  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი...

დაწვრილებითDetails

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

თებერვალი 23, 2026
38
მთავარი

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...

დაწვრილებითDetails

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

თებერვალი 23, 2026
2.4k
მთავარი

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა  - ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი "ლელო" ავრცელებს: 💔 ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
150
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».