რეზი ქაროსანიძემ ქართული თეატრის და სახელმწიფო დროშის დღე ერთობლივი აქციით აღნიშნა – მსახიობმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თავზე საქართველოს დროშა აღმართა.
მისი განცხადებით, დროშის აღმართვით თეატრის არსში სახელმწიფოს იდეა გაერთიანდა.
“როცა ეს შენობა აშენდა, დროშის ე.წ. ძელიც გათვალისწინებული იყო. უკეთესი დღე არ შეიძლებოდა ამისთვის – 14 იანვარი – სახელმწიფო დროშის და ქართული თეატრის დღე. ამ დროშის აღმართვით ჩვენ თეატრის არსში სახელმწიფოს იდეა გავაერთიანეთ“, – განაცხადა რეზი ქაროსანიძემ.
14 იანვარს საქართველოში დროშის დღე და ქართული თეატრის დღე აღინიშნება.