მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს დამსახურებული არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი და პირველი არხის წამყვანი 30 წლის განმავლობაში იყო.
სამსახიობო საქმიანობა მანანა მაჩაბელმა 1961 წლიდან დაიწყო. მუშაობდა სანკულტურის, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ, კოტე მარჯანიშვილის და რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში.
1977-91 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, წამყვანი, სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი, ასევე მუშაობდა ფსიქოლოგად და ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.









