“Irakli Giorgadze დილა მშვიდობისა ირაკლი! შენი მრავალწლიანი ცრუ ნარატივი თითქოს “სანაყინე პავილიონი” იყო ბამბუკების კონსტრუქცია დასრულებულია! ის რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ტირაჟირებდი და რაზეც “სავანე”ს წართმევა-დანგრევის სქემა გქონდა აგებული აგერ ამ ერთმა ფურცელმა ჩამოშალა. მთელი ეს წლები ატყუილებდი საზოგადოებას და მედია საშუალებებს. მგონი ყველა დაინტერესდება რა მიზანი გააჩნდა ამ ფარსს.
აქვე შეგახსენებ, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცების ტვირთი გაწვა და შენი ჰაერზე გასროლილი უსაფუძვლო,ცრუ ნარატივი საბუთებით უნდა გაგემყარებინა, რაც არ გაგიკეთებია, თუმცა ისევ მე შემოგიბრუნებ მტკიცებას რომ ტყუოდი!!!!” – წერს სოციალურ ქსელში კაფე “სავანეს” მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე და კაფა “სავანეს” შესახებ განმარტებით ბარათს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, ქუთაისის მერიამ ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე” შესაძლოა, დაანგრიოს. სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 16 ნოემბერს გამოიტანს.
ცნობისთის, ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.