მოხალისეობა საქართველოში ჯერ ისევ, არ არის კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა, მაგრამ ახალ თაობასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა უფრო და უფრო მკვიდრდება.
ამ ახალგაზრდების მაგალითი კი, ნამდვკლად მისაბაძია:
,,თვალებს არ დაუჯერებთ, ორ დღეში როგორ შეიცვალა შავი ზღვის სანაპირო ჩოლოქი-შეკვეთილის მონაკვეთზე – ნაგვის ნასახიც კი არ არის.
რა რაოდენობის ნარჩენი გაიტანეს მოხალისეებმა, ეს რომ დავწერო, არც მაგას დაიჯერებთ.
საქმეში ჩაერთვნენ გურიის მუნიციპალიტეტის სამსახურებიც ტექნიკით.
გაწკრიალებულია იქაურობა. ფოტოებს დახედეთ და ნახავთ.
ამ დასუფთავებით თავს არავინ ვიწონებთ.
უბრალოდ, გვინდა, ვთქვათ, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი გარემოს დასუფთავება და ამასთანავე, აღვნიშნოთ, რომ ნაგვის ძირს დაყრა ან მდინარეში გადაყრა ვნებს ჩვენს სახლს, ჩვენს დედამიწას.
დიდი მადლობა ყველას და განაკუთრებული მადლობა “გალფს,” რომ შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური დასუფთავება მიზნად დაისახა.
??❤️
#მოუარესაქართველოს
Gulf Georgia”-წერს გოგა ჩანადირი.










