“დღეს შევიკრიბეთ ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტის წინ!
ლაზარე მხოლოდ იმიტომ არის პატიმრობაში რომ ის განსხვავებულად გამოიყურება.
მას ირაკლი ღარიბაშვილმა მიაყენა შეურაცხყოფა, უწოდა “სატანისტი”, “ბინძური”. ირაკლი კობახიძემ კი “ორიენტაცია არეული”.
ლაზარე არის სიმბოლო მარტის პროტესტის რუსული კანონის წინააღმდეგ. თუ გვსურს ევროპული ინტეგრაცია საჭიროა ევროპული ღირებულებების შემოტანა საქართველოში, რაც გულისხმობს იმას რომ არ უნდა გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები და არც არავის უნდა აპატიმრებდნენ იმის გამო რომ განსხვავებულად გამოიყურება!
თავისუფლება ლაზარეს!” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.










