3 საათის მონაცემებით ქუთაისში 47 657-მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, აქტოვობა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 2%- ით მეტია.
,,ამ ეტაპზე , ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია 10 საჩივარი პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი მიმდინარეობს მშვიდობიანად”- განაცხადა 59-ე საარჩევნო ოლქის მდივანმა ლარინა ლალიაშვილმა









