LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მოულოდნელი სიახლეები, დამსახურებული წარმატება-კვირის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

დაპოსტა 2025/10/27-ში
118
ნახვა
გაზიარება

გასული კვირის განმავლობაში შესაძლოა, ემოციურ არასტაბილურობას გრძნობდით და საქმეებზე კონცენტრირება გიჭირდათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირა ბევრად უფრო მშვიდი და ჰარმონიული აღმოჩნდება და ბევრი ადამიანი შინაგანი კონფლიქტების გადაჭრასა და სხვადასხვა საკითხის მოგვარებას მოახერხებს.

უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება 2025 წლის 27 ოქტომბერი – 2 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:

ვერძი
მიმდინარე კვირა ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით, თქვენთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ საკუთარი გრძნობები გამოხატოთ და თქვათ ის, რისი თქმაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხეთ. გამარტივებული კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის დავის მოგვარებასა და საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

კურო

მიმდინარე კვირის განმავლობაში იგრძნობთ, რომ ყურადღების ცენტრში ხართ. არ არის გამორიცხული, ამ კვირის განმავლობაში რაიმე ახალი როლი მოგანიჭონ ან წარსულის მიღწევები დაგიფასონ. მთავარია, პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ და სიახლეებზე უარი არ თქვათ. ეს პერიოდი კარგ შანსს გაძლევთ, რომ დაწინაურდეთ და თქვენთვის ხელსაყრელ პოზიციაზე მოხვდეთ.

ტყუპები

ეს კვირა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩაერთოთ იმ საქმეებში, რომლებიც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ, ან კიდევ შესაძლოა, დაიწყეთ, თუმცა განვითარებას ვერ ხედავდით. ეს არის პერიოდი, როდესაც ახალი აღმოჩენები განვითარებაშიც დაგეხმარებათ და ამავდროულად, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისთვისაც გამოგადგებათ. ის, რასაც ახლა დაიწყებთ, შეისწავლით, გაამრავალფეროვნებთ, მომავალში იმაზე მეტ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

კირჩხიბი

ამ კვირის განმავლობაში ცვლილებების სურვილს განსაკუთრებით იგრძნობთ. თითქოს, უკვე ძალიან ბევრი გაკვეთილი, გამოცდილება დააგროვეთ და დრო მოვიდა, მოძველებულ ურთიერთობებს, კავშირებს, საქმეებს საბოლოოდ გადახედოთ და ახალი ეტაპი დაიწყოთ. ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარ ღირებულებებს გადახედოთ და რეალური სურვილებისა და მიზნების ამოცნობა დაიწყოთ.

ლომი

მიმდინარე კვირის განმავლობაში მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ახალი საქმეების დაწყებასა და ცხოვრების წესის ცვლილებაზე იფიქროთ. თანდაყოლილი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობითა და აქტიურობით, ამ კვირაში ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობთ, გექნებათ შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და პოზიტიური ცვლილებებიც მიიღოთ.

ქალწული

ეს ის დროა, როდესაც თქვენი სურვილი, დაეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებს, ძლიერდება. ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე, შეძლებთ, რომ თქვენი ემოციური მხარე გამოავლინოთ და საკუთარი გამოცდილება, რესურსები გააზიაროთ. ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება, რადგანაც დადებითი ენერგია თავადაც მოტივაციას გაგიზრდით და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეს არის პერიოდი, რომელიც გაჩვენებთ, რომ ძველი შიშებისგან, დამოკიდებულებებისგან, ჩვევებისგან, წინასწარ შექმნილი წარმოდგენებისგან საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეთ და გაბედოთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, გინდათ.შესაძლოა, აქამდე ბევრ ოცნებაზე უარი იმიტომ თქვით, რომ საკუთარ თავს დააჯერეთ, რომ რაღაცის გაკეთება ,,არ შეგიძლიათ.“ ხელოვნურად აშენებული ბარიერების მსხვრევისა და საკუთარი რეალური შესაძლებლობების აღმოჩენის დროა.

მორიელი

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ხელახლა გადახედავთ იმ გზას, რომელიც გაიარეთ და აუცილებლად მიხვდებით, რომ იმაზე მეტი იშრომეთ, ვიდრე შეიძლება, აღიარებთ. პირველ რიგში, ამისთვის საკუთარ თავს მადლობა გადაუხადეთ. ამავდროულად, ეს არის პერიოდი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, ამჟამინდელ მიზნებსაც გადახედოთ, შეაფასოთ, რა ეტაპზე ხართ, რა გჭირდებათ განვითარებისთვის და როგორ უნდა მიაღწიოთ იმ ოცნებებს, რომლებზეც ბევრს ფიქრობთ.

მშვილდოსანი

ეს კვირა მოულოდნელ წარმატებასა და იღბალს გპირდებათ, რაც მოტივაციასაც გაგიზრდით და ძალიან დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ. შესაძლოა, ის, რაზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, მოულოდნელად ახდეს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ იყოთ აქტიური, ადამიანებთან კომუნიკაციას არ მოერიდოთ და ახალი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში კომუნიკაცია გამარტივდება და პირად ურთიერთობებში დაბრკოლებების გადალახვასაც შეძლებთ.

თხის რქა

ამ კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, შეხვდებით ისეთ რამეს, რაც განწყობას აგიმაღლებთ და მოტივაციასაც გაგიზრდით. შესაძლოა, დაგეგმოთ ისეთი ნივთის შეძენა, რომლის ყიდვაც დიდი ხანია გინდათ, ახალი საქმე წამოიწყოთ, თქვენთვის მნიშვნელოვან პროექტზე დაიწყოთ მუშაობა და მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ.

მერწყული

ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ, იდეები, რომლებიც თავში მოგივათ, ყოყმანის გარეშე განახორციელოთ და არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები, აქტიური მოქმედებისა და გამბედაობის გამოვლენის დროა. ეს წარმატების მიღწევაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ნუ დაელოდებით საუკეთესო დღეს იმისთვის, რომ მიზნების განხორციელებაზე იფიქროთ. დაიწყეთ დღეს და ეს კონკრეტული დღე გადააქციეთ საუკეთესოდ.

თევზები

მიმდინარე კვირის განმავლობაში, შესაძლოა, უენერგიობა იგრძნოთ და მომატებულმა ემოციურობამაც შეგაწუხოთ. თუმცა, ეს პერიოდი საკუთარ თავთან ჩაღრმავებასა და ემოციების გაანალიზებაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ, სასიამოვნო საქმით დაკავდეთ და დაისვენოთ. ეს მოგცემთ შესაბამის მოტივაციას, რომ კიდევ ერთხელ სცადოთ ის, რაც არ გამოგივიდათ.

წყარო: ბომონდი 

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ოქტომბერი 29, 2025
110
მთავარი

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. როგორც ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ოქტომბერი 29, 2025
975
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში,...

დაწვრილებითDetails

დავით ტაბიძეს 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 29, 2025
84
მთავარი

სასამართლომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის განახლებული კურსი 30 ოქტომბრისთვის

ოქტომბერი 29, 2025
217
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 29, 2025
69
მთავარი

2025 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა.სხდომას ესწრებოდნენ:1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა...

დაწვრილებითDetails

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმდებით

ოქტომბერი 29, 2025
148
მთავარი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
326
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
596
მთავარი

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე. ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი

ოქტომბერი 29, 2025
7k
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება. მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

სექტემბერში 100-ლარამდე ხელფასი 10 516 ადამიანს ჰქონდა

ოქტომბერი 29, 2025
127
მთავარი

2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3%-ით შემცირდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 100-ლარამდე ხელფასი 10 842 ადამიანს ჰქონდა, სექტემბერში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».