ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაშავებულია შუახნის ქალი.
შსს-ის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.