უძრავი ქონების მსოფლიო ბაზარზე, უნიკალური შემოთავაზება გამოჩნდა – მსოფლიოში პირველი წყალზე მოტივტივე ქალაქი, რომელიც კარიბის ზღვაში პროექტის Blue Estate ფარგლებში აშენდება. ეს არის ხელოვნური კუნძული, რომელიც სიგრძეში 1,5 სიგანეში კი 1 კილომეტრი იქნება. მშენებლობა 2022 წელს დაიწყება, ხოლო დასრულება 2025 წელს იგეგმება.
ხელოვნურ კუნძულზე ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ფასები დიაპაზონი კი საკმაოდ ფართოა. ზღვაში აშენებულ ქალაქში, სტუდიოს ტიპის ბიუჯეტური ბინის ღირებულება 20 ათასი დოლარია, ხოლო ფეშენებელური ვილების ფასი დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარია




















