საქართველოში მედიაწიგნიერების კვირეული მიმდინარეობს. სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინშნეს და სხვადასხვა აქტივობა მოაწყვეს.
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა ქუთაისის 32-ე საჯარო საჯარო სკოლაში, რომელიც ევროპის მასშტაბით მედიაწიგნიერების კოკურსის გამარჯვებულია. გაკვეთილიზე მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ იმსჯელა.










