ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან საცდელი რეისი ჩაფრინდა, რომელშიც 21 მგზავრი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა იმყოფებოდა, სოხუმის აეროპორტში დაეშვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ სოხუმში ფრენებს ავიაკომპანია ЮВТ Аэро შეასრულებს.
„მართლაც, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი პროექტი გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მიმზიდველობას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება რომლის განვითარებასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბადრა გუნბამ.