„გაგარინის“ აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო, მოსკოვიდან სარატოვის მიმართულებით და პირიქით, ოთხი ავიარეისი გადაიდო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მანამდე, „როსავიაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარატოვის „გაგარინის“ აეროპორტში, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების გამო, დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
მოგვიანებით, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სარატოვის ოლქის პეტროვსკის რაიონში არასაცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
მისივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
რუსული მედიის ცნობით, დღესვე, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით, შეზღუდვები დაწესდა ვოლგოგრადის აეროპორტშიც. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.