ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს.
საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და წერს რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები.
“ბოლო პერიოდშო სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ სრულიად სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. მესმის თითოეული თქვენგანის, რადგან წყალი არის ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საჭიროება.
მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაწყებული იყო მანამდეც, თუმცა არსებული ტექნიკური სირთულეების გამო პროცესი გაჭიანურდა.
არაერთგზის შეფერხების მიუხედავად დაიგეგმა და ამ ეტაპზე დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა შესაძლო რესურსი მიმართულია იმისთვის, რომ წყლის გრაფიკით მოწოდებას სრულად აღმოიფხვრას.
აქვე უნდა ავღნიშნო, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის კომუნიკაცია არ შეწყვეტილა საკითხი მუდმივად იყო დღის წესრიგში.” – წერს სოციალურ ქსელში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე.










