წყალტუბოში 25-ე ბაღიში ბავშვს ქილა თავში ჩაარტყეს. ამის შესახებ არასრულწლოვანის ბებია უყვება ტელეკომპანია “მეგა ტვს”. როგორც ის ამბობს ეს შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. მისი თქმით ინციდნეტზე რეაგირება არავის ჰქონია. ბებია ესაუბრა წყალტუბოს ბაღების გაერთიანების უფროსსაც, რომელიც დაპირდა რომ მოიძევდა ინციდენტის დეტალებს , მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. დრო გაიყვანეს და ბავშვისთვის ექსპერტიზის ჩატარებაც ვეღარ მოხერხდა.
” მონიტორინგის სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა . გამოკითხა პედაგოგები , გამოკითხა თავად მშობლები ,რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. როგორც მათი გამოკითხვიდან ჩანს თვითონ ბავშვები თამაშისას დაეჯახნენ ერთმანეთს . უბრალოდ მშობელს არ გაუმხილეს . ამასთან დაკავშირებით კი ამღმზრდელებს შენიშვნები გამოეცხადათ . ძალადობის ფაქტი კი არ დასტურდება, მშობელს თუ სურდა ჩატარებინა ექსპერტიზა, ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება.” – განაცხადა გიორგი იობიძემ “მეგა ტვ” თან სატელეფონო საუბრისას.










