“ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის “დინამოსთან” მატჩი შეაფასა:
“პირველი ნახევარი უპირატესობა ჰქონდა თბილისის “დინამოს” ,ჩვენც გვქონდა მომენტი,მათაც. ძალიან დასანანი ბურთი მივიღეთ ტაიმის ბოლოს. მეორე ნახევარში შესაცვლელი იყო თითქმის ყველაფერი. მეორე ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით,მეტად აგრესიული თამაში იყო და ცოტა გამართლებაც რომ ყოფილიყო ბოლოს შეიძლებოდა ფრე დასრულებულიყო.
ვულოცავ “დინამო” თბილისს და გია ჭიაბრიშვილს ამ გამარჯვებას. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ შეცდომებზე მუშაობა, 4 დღეში თამაში არის.გოლი ვერ შევაგდეთ,ვერ გავიტანეთ,მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავ ბიჭებს. 3-4 მომენტი იყო შეიძლებოდა გოლად ქცეულიყო,არ გაგვიმართლა.ყველაზე მეტად მაგათ უნდოდა გოლის გატანა . ამ ყველაფერზე სამუშაო გვაქვს და სამუშაო პროცესი გაგრძელდება. გაგრძელდება ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის.”
შეგახსენებთ,რომ “ტორპედოს” შემდეგი მეტოქე ქობულეთის “შუქურაა” .