მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს.
“ფორმულას” ცნობით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, მანქანის გადასწრების გამო, მომღერალმა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ამბობს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადა, რომ მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.