ცნობილი მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
22 თებერვალს დოიჯაშვილი თბილისში ჩამოასვენეს. ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. დილიდან ანჩისხატის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს თბილისის მერი კახა კალაძეც დაასწრო.
„ადამიანი, რომელიც მთელს თბილისს უყვარდა და ზურასაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თბილისის მიმართ. ძალიან სამწუხაროა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კალაძემ.










