“მომავალ თვეებში ეს ორი შტამი ერთდროულად იარსებებს. “დელტა” შტამთან დაკავშირებული ძალიან რთული ვითარების ფონზე, ხალხი “ომიკრონით” დაინფიცირდება. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ორმაგ ინფიცირებას ჰქონდეს ადგილი და ადამიანები ორივე შტამით დაინფიცირდნენ. ეს შესაძლებლობას მისცემს ამ შტამებს კიდევ უფრო განვითარდნენ და მუტაცია განიცადონ”, – განაცხადა ბარტონმა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას.
გამოცემა The Sun აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის საავადმყოფოებში “დელტა” შტამით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა “ომიკრონით” დაავადებულებისას უტოლდება.
ექსპერტის თქმით, სიტუაცია შეშფოთებას იწვევს და ყველაზე მეტად რისკის ქვეშ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან.