მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“, – აცხადებს სანდუ.










