თბილისში, ჭავაჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა, მოკლულია ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა. ვ
სროლის შედეგად დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ყვებიან, რომ ცხრა გასროლის ხმა გაიგეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 336-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.