ორგანიზაცია ,,გაბედე“- ს წევრებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია პერფომანსი გამართეს. მათ პატარა სათამაშო ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით ,,გადამგდები“ სასამართლოსთან მიიტანეს.
,,მოკლეფეხებიანი ბიძინა“ – მოვიტანეთ სასამართლოს ეზოსთან, რადგან იგი ქცეულია ბიძინას ტყუილების ორგანოდ და მისი სურვილების გამტარებლად. იგონებენ ტყუილებს და აკავებენ ახალგაზრდებს. 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი ტყუილი თქვა. მოკლე ფეხებიანი ბიძინა კი იკის გამოხატულებაა რომ, ტყუიკს მოკლე ფეხი აქვს.“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. მათი თქმით მსგავსი პერფომანსები კვლავ გაგრძელდება.