დღეს გადაცემის ‘შუადღე ქუთაისში” სტუმარი გახლდათ ფოტოგრაფი პაატა ნემსიწვერიძე. ჩვენმა სტუმარმა ფოტოკონკურს “წიგნი ობიექტივში” მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად ამავე კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამასთან ერთად გვაუწყა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გეგმავს.
“მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვგეგმავ. ფილმის იდეას სადღაც წელიწადზე მეტია შევეჭიდე . სიუჟეტი საინტერესოა, ერთ ადამიანზე იქნება, 100 საფეხურიან კიბეზე უნდა მოხდეს გადაღება. ერთი ადამიანის ცხოვრებაზე, წარმოდგენით ცხოვრებაზე., ველოსიპედის თემა არის, ირეალური რაღაცეებიც შეიძლება იყოს. ჩვენ ადამიანები ვფიქრობთ ხანდახან როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება ,მაგალითად 10 წლის შემდეგ, წარმოდგენით რაღაცეებზეც იქნება ფილმი და რეალურ ამბებზეც. ყოველთვის მქონდა ეს იდეა, რადგან 2 შვილის მამა ვარ, მამებს და დედებს რაღაც ფობიები აქვთ, მამის ფობიებზე გადავიღე, წუთნახევრიანი ფილმების ფესტივალი იყო და იმის ფარგლებში ასე რომ ვთქვათ, ამის შემდეგ დამებადა სურვილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების და ვფიქრობ საინტერესო უნდა გამოვიდეს.”